ისანში, სერგი წულაძის ქუჩაზე, სამშენებლო კომპანია KS Group შვიდსართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს, სადაც კონსტრუქციულ მასალად ჯავახეთის რეგიონში მოპოპვებული პემზის ხრეში გამოიყენება. კომპანიის დირექტორის, ედიშერ ქარჩავას, ინფორმაციით, აღნიშნული მასალა გამოირჩევა თბოიზოლაციითა და მსუბუქი სტრუქტურით, რაც მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობებისთვის პრაქტიკული არჩევნია.
KS Group-ის განმარტებით, პემზობეტონის ბლოკები ადგილობრივად იწარმოება, რაც საშუალებას აძლევს კომპანიას სრულად აკონტროლოს წარმოების პროცესი და შეამციროს ლოჯისტიკური ხარჯები, რა თქმა უნდა, ხარისხის შენარჩუნებით.
გარე კედლებისთვის ენერგოდანაკარგების შესამცირებლად გამოიყენება გაზრდილი სისქის ბლოკები, ხოლო შიდა ტიხრებისათვის – შედარებით მსუბუქი კონსტრუქციები.
სპეციალისტების შეფასებით, კედლის მასალის სწორად შერჩევა მნიშვნელოვან როლს ასრულებს შენობის ენერგოეფექტურობაში. პემზობეტონის დაბალი თბოგამტარობა ხელს უწყობს გათბობასა და გაგრილებაზე ენერგიის მოხმარების შემცირებას, რაც საცხოვრებელი შენობების ექსპლუატაციის დროს მნიშვნელოვან ფაქტორად ითვლება.