KSG ისანი წარმოადგენს პროექტს, რომელიც გთავაზობთ როგორც საცხოვრებელ სივრცეს, ასევე საინვესტიციო შესაძლებლობას ისნის რაიონში. პროექტი მდებარეობს განვითარებად უბანში, სადაც შეგიძლიათ თქვენი ნათელ, კომფორტულ და უსაფრთხო მომავალს ჩაუყაროთ საფუძველი.
პროექტის მახასიათებლები
კომპლექსი მოიცავს სხვადასხვა ფართობისა და კონფიგურაციის 12 ბინას, რაც იძლევა არჩევანის ფართო შესაძლებლობას. თითოეულ ბინას აქვს მინიმუმ ერთი იზოლირებული საძინებელი და კომფორტული აივანი. ბინების ფართები იწყება 48კვ მეტრიდან. პროექტის ტერიტორიიდან ადვილია ქალაქის ცენტრში მოხვედრა. 1500 კვმ გამწვანებული ტერიტორია კი, სიცოცხლით სავსესა და მიმზიდველს ხდის ტერიტორიას.
შეძენის პირობები
პროექტში ბინების შეძენა შესაძლებელია გამარტივებული პირობებით, რომელთა დეტალების შესახებაც შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ან გვეწვიოთ გაყიდვების ოფისში. კომპანია გთავაზობთ შესაძლებლობას შეიძინოთ ბინა შემოსავლის დადასტურების გარეშე, რაც კიდევ უფრო ადვილს ხდის შეიძნოთ თქვენი მომავალი ბინა.
რაც მთავარია შეგიძლიათ ისარგებლოთ შიდა უპროცენტო განვადებით და ნაწილ-ნაწილ დაფაროთ თქვენი ბინის საფასური ყოველგვარი დამატებითი გადასახადების გარეშე.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით sales@ksg.ge ან ტელეფონის ნომერზე
+995 598 80 32 32
ან დაგვიკავშირდეთ ნებისმიერ სოციალურ ქსელში – Facebook, Instagram.
კომპლექსი განთავსებულია თბილისში, სერგი წულაძის ქუჩა 32გ-ში.